09:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 22:28:20, 1721 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: სინოდს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ითათბიროს მშვიდ გარემოში და არა პირდაპირ ეთერში

სინოდს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ითათბიროს მშვიდ გარემოში და არა პირდაპირ ეთერში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ის ამას იმიტომ არ ამბობს, რომ ყველაფერი დასამალია, არამედ იმიტომ, რომ ყველაფრის თქმა, ყველაფრის პირდაპირ ეთერში განხილვა ტემპერატურა წევს.

„უბრალოდ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა სინოდს, რომ ითათბიროს მშვიდ გარემოში და არა პირდაპირ ეთერში ამ საკითხებზე. არა, იმიტომ არ ვამბობ, რომ ყველაფერი დასამალია, არამედ იმიტომ, რომ  ყველაფრის თქმა, ყველაფრის პირდაპირ ეთერში განხილვა ტემპერატურა წევს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია. მისივე თქმით, ეკლესიას გამოძიებამ მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესია არის არა უბრალოდ ერთ-ერთი ორგანიზაცია, არამედ კონტიტუციით განსაზღვრული კონფესიაა.  მისი თქმით, შეხვედრაზე არა მარტო მამა გიორგი მამალაძის შესახებ, არამედ ეკლესიის წინაშე არსებული სირთულეების შესახებ მიმდინარეობდა მსჯელობა.

"ამ სტრუქტურას უჩნდება ინტერესი, რომ მაქსიმალურად ჰქონდეს მიწოდებული ინფრომაცია. ეკლესია უნდა იყოს ინფორმირებული ყველა დეტალის შესახებ. 

ბევრს საკითხზე ერთმანეთის საპირისპირო აზრს გამოხატავდნენ, თუმცა ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემით," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics