|
2017-02-21 22:22:26, 1655 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაღალჩინოსნების მხრიდან ე.წ. ციანიდის საქმეში უდანაშაულობის პრეზუმფცია შეილახა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მაღალჩინოსნების მხრიდან ე.წ. ციანიდის საქმეში უდანაშაულობის პრეზუმფცია შეილახა. ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქმის გამოძიებაში ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს ჩართული. „მის ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნათლად ჩაგვაყენონ ყველა საქმის კურსში და ჩვენ არ ვიყოთ ფარულად გავრცელებული, ვიღაცისთვის ნაჩვენები რაღაცა ამბების მნახველების ინფორმაციაზე დაყრდნობილნი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა ე.წ. ციანიდის საქმეში პოლიტიკოსების განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ „შეუძლებელია, შეცდომა არ დაგემართოს, როცა ხდება როლების და ფუნქციების არევა“. მისივე თქმით, „როდესაც ხდება პოლიტიკოსების პროკურორობა და პროკურორების პოლიტიკოსობა, შეცდომები გარდაუვალია“. „დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია ამ საქმეებზე სასაუბროდ, აკეთებს განცხადებებს და ეს განცხადებები ძაბავს საზოგადოებას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)