13:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 15:24:41, 976 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის 2015 წლის  რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დევნილთა სამინისტროს მიმართ სახალხო დამცველის რეკომენდაციები ყოველწლიურად მცირდება.  

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დევნილთა სამინისტროს მიმართ სახალხო დამცველის  რეკომენდაციები ყოველწლიურად  მცირდება. ეს  გამოწვეულია ნაყოფიერი მუშაობითა და გამჭვირვალე პროცესით,  რომელიც მიმდინარეობს ჩვენს სამინისტროში. დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილების მიღებაში მაქსიმალურად არის ჩართული ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა. შ.  ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს,  ვისთვისაც არსებობს ეს სამინისტრო  და ალბათ ამის ერთ-ერთი საზომი არის ის, თუ როგორ ფასდება ჩვენი მუშაობა სახალხო დამცველის მიერ.  როგორც გითხარით სახალხო დამცველის რეკომენდაციები ყოველწლიურად მცირდება და იმ ხარისხის და სიმძიმის აღარ არის, რაც ადრე იყო.  რეკომენდაციებს რაც შეეხება, საუბარია კრიტერიუმების დახვეწაზე, რომლითაც ხდება ბინების განაწილება  და  ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაწევა. ჩვენ სახალხო დამცველის ოფისსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად  შევიმუშავეთ კრიტერიუმები და ყველა რეკომენდაცია, 4 რეკომენდაციაზეა საუბარი, პრაქტიკულად არის შესრულებული“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.   

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics