11:54 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 11:03:27, 1366 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ახალი ადვოკატი ჰყავს

მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ახალი ადვოკატი დაენიშნა. ადვოკატ გიორგი ფანცულაიასთან ერთად ბრალდებული დეკანოზის უფლებებს მიხეილ რამიშვილი დაიცავს.

რამიშვილს მამა გიორგის უფლებების დაცვის თხოვნით დეკანოზის ოჯახი დაუკავშირდა.

ადვოკატმა მამა გიორგი უკვე გაიცნო და საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე დღეს პირველად ისაუბრებენ. შეხვედრა ჩაფიძის სახელობის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში შედგება.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics