03:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 21:49:44, 2392 ნახვა

სამართალი
„მტკიცებულებებში საუბარია კონკრეტულ იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მიიღებდა ამ მოვლენების განვითარების შემდეგ გიორგი მამალაძე“

მტკიცებულებებში საუბარია კონკრეტულ იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მიიღებდა ამ მოვლენების განვითარების შემდეგ გიორგი მამალაძე, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებას ფარული აუდიო-ვიდეო მასალების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე სახეზე აქვს, რომ იგეგმებოდა ადამიანის მკვლელობა და ამისთვის არსებობდა შესაბამისი მოტივიც. 

„არის შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც საუბრებია კონკრეტულ თანამდებობრივ წინსვლაზე, კონკრეტულ იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მიიღებდა ამ მოვლენების განვითარების შემდგომ ბრალდებული გიორგი მამალაძე. ამავდრულად საუბარია იმაზე, რომ პიროვნებას, ამ ყველაფრის განსახორციელებლად სჭირდებოდა „ციანიდი“. ამავდროულად ჩვენ ამ ადამიანს ვაკავებთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, როდესაც ეს ადამიანი მიემგზავრება ბერლინში, სადაც იმყოფება პატრიარქი, თანმხლებ პირებთან ერთად“, - განაცხადა ვასაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics