|
2017-02-17 23:46:12, 2570 ნახვა
პოლიტიკა
„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საკუთარი უფლებების დასაცავად მიიღო. "გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელმაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს. თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით შევეცდებით ხმა ყველას მივაწვდინოთ. დღეიდან უფრო ზუსტად კი ამ წუთიდან "რუსთავი 2" გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას სამის ნახევარზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ. ერთად დავიცვათ "რუსთავი 2" და სიტყვის თავისუფლება", - აღნიშნა წამყვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)