08:13 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 18:33:23, 1610 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ორშაბათიდან ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ

მომავალი კვირიდან გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს და შეიქმნას პრეცენდენტი, როცა თუნდაც, ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში, აგებს პასუხს მთელი იმ ზიანისთვის, რაც ამ დღეების განმავლობაში მიადგა ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოს და ეკლესიას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუნდი დღის წესრიგში მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დასვამს.

„ჩვენ ვაყენებთ, საქართველოს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც იმ ადამიანის, ვისმა გაუაზრებელმა განცხადებებმა გამოიწვია შემდეგ მთელი კასკადი პოლიტიკური განცხადებების და ქვეყანა შეიყვანა გაუგებრობაში. ჩვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ორშაბათიდან დავიწყებთ შესაბამის პროცედურებს და დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით. 

მომავალი კვირიდან გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს და შეიქმნას პრეცენდენტი, როცა თუნდაც, ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში, აგებს პასუხს მთელი იმ ზიანისთვის, რაც ამ დღეების განმავლობაში მიადგა ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოს და ეკლესიას“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics