16:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 13:17:28, 2005 ნახვა

სამართალი
საია პროკურატურას მიმართავს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარეს დაწესებული შეზღუდვები მოუხსნას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას მიმართავს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარეს დაწესებული შეზღუდვები მოუხსნას.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე პირები, მათ შორის ადვოკატები, დაავალდებულოს მისი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, დაუშვებელია ეს მექანიზმი დაკავებული პირის ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული. მოცემულ საქმეზე ნათელი ხდება, რომ პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ერთის მხრივ, პროკურატურა ღიად საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა გარემოებაზე, ხოლო მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ პასუხობენ საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს.

გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირები კვლავაც აგრძელებენ საჯარო განცხადებების გაკეთებას, რომლის შინაარსი ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს უკვე დადგენილად და უტყუარად წარმოაჩენს, რითაც გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.  

მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაცვის მხარეს მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები;

ასევე, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღონ შესაბამისი ზომები გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად;

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულუფლებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics