|
2017-02-16 14:24:54, 1410 ნახვა
პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა „გაზპრომთან“ დაკავშირებით ენმ-ის პროექტს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოვირიძის თქმით, ცუდია, რომ კომიტეტმა რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე არ გაიტანა და ჩააგდო. მისი თქმით „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ამხილა და შეთანხმების რეკონსტრუქცია გააკეთა. „როცა შეთანხმება გასაჯაროვდება, ვნახავთ, რომ ჩვენი რეკონსტრუქცია მას 100%-ით დაემთხვევა. ამ შეთანხმების შედეგად, ქვეყანამ მრავალი მილიონი იზარალა და ეს სახელმწიფოსთვის ფინანსურად დამაზიანებელია, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ და მის გასაჯაროებას მოვითხოვთ“, - აღნიშნა გაოციძემ. შეგახსენებთ, რომ კომპანია "გაზპრომთან" ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოიწურა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, "გაზპრომისგან" გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ძველი კონტრაქტის თანახმად კი, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა. საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ხელშეკრულების დამატებითი დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)