09:09 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 22:46:18, 1180 ნახვა

საზოგადოება
მამა თეოდორე: მე ვხედავ დაპირისპირებულ მხარეებს, მაგრამ ვერ ვხედავ, სად არის სიმართლე

მე ვხედავ დაპირისპირებულ მხარეებს, მაგრამ მე ვერ ვხედავ სად არის სიმართლე, რა თქმა უნდა, ესეც ინტელექტუალურ შოკს იწვეევს, - ამის შესახებ მამა თეოდორე გიგნაძემ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით საუბრისას, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი განცხადებით, ეკლესიის ადმინისტრაციულ მმართველობაზე წვდომა არ აქვს და შესაბამისად, ამ ფაქტების შესახებ ტელევიზიის საშუალებით შეიტყო. ის საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს „შოკისმომგვრელს“ უწოდებს, როგორიცაა ვერსიები შესაძლო მოწამვლის ან საპატრიარქოს კულისებში მიმდინარე პროცესებზე.

„ეს არის ყველაზე საშინელი, რაც ხდება, რომ ვიღაცამ ეს პრობლემა არ გადაიტანოს, არ იფიქროს, რომ ეს არის ეკლესიის პრობლემა. ეს არ არის ეკლესიის პრობლემა,“ - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძე.

როგორც "რუსთვი 2"-ის პირდაპირ ეთერში მამა თეოდორე გიგნაძემ აღნიშნა, არსებული პრობლემების გადასაწყვეტად კრების მოწვევასაც არ გამორიცხავს.

​„ჩვენ რომ უფრო მეტად ღია გავხდეთ და, რა თქმა უნდა, კრება ამას ხელს შეუწყობს, მაშინ პრობლემები მოგვარდება“- აცხადებს მამა თეოდორე გიგნაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics