|
2015-03-31 20:48:46, 2511 ნახვა
სხვადასხვა
შუახევის დასახლებულ პუნქტში 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დაბა შუახევში 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) თეა გოდოლაძემ განუცხადა, ეპიცენტრი სოფელ ლომანაურში იყო. მისივე ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. „ეს ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა არ არის, რომ რაიმეს ნგრევა გამოეწვია. ეს არის მხოლოდ შეგრძნებადი მიწისძვრა“, –აღნიშნა გოდოლაძემ. „ექსპრესნიუსი“ შუახევის გამგებელს ტარიელ ებრალიძესაც დაუკავშირდა. ტარიელ ებრალიძემაც დაადასტურა, რომ მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია. „როგორც ვიცი რაიმე ნგრევას ადგილი არ ჰქონია,ამ ეტაპზე ინფორმაციას ვაზუსტებთ. მაგრამ, ეს ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა იყო, რომ არ მგონია ნგრევა გამოეწვია“, – აღნიშნა ებრალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)