17:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 10:25:18, 2130 ნახვა

სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას 28 მესაზღვრე შეემატა

შსს-ს აკადემიაში სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი დაესწრნენ.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგადსამართლებრივ მომზადებას, სპეციალურ სასაზღვრო პოლიციურ-სამართლებრივ მომზადებას, სპეციალურ სასაზღვრო პოლიციურ მომზადებასა და სპეციალური სასაზღვრო პოლიციური პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.

უწყების ცნობით, სწავლების ხანგრძლივობა ხუთი თვეა. პროგრამა ოთხთვიან თეორიულ და ერთთვიან პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება სახელმწიფო საზღვარზე ხდება, სადაც მსმენელები მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებში, სხვადასხვა განწესის შემადგენლობაში.

სწავლების განმავლობაში, მსმენელები სწავლობენ ისეთ საგნებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებსა და წინსვლაში დაეხმარება.

პროგრამის მიზანია სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის ახალი კადრების მომზადება, საბაზისო ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის არის საჭირო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics