20:35 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 17:54:03, 1025 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქ ვიცე-პოლკოვნიკს საქართველოში ყოფნის ექვსთვიანი ვადა ამოეწურა და მისი როტაცია განხორციელდა. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო მრჩეველს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა ტოლგა კიპიმ შეცვალა, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიპს წარმატებები უსურვა და ყურადღება გაამახვილა თურქეთსა და საქართველოს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას SNGP-ის პაკეტის უცხოელი წარმომადგენლები, ასევე სამხედრო პოლიციის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics