05:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 16:39:50, 1640 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების ორგანულ კანონში ცვლილებებსა და თანმდევ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ გადაგზავნილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც სასამართლო რეფორმის მესამე ტალღას უკავშირდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ სასამართლო რეფორმა დროულად დაინერგოს.

„საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, მან კიდევ ერთხელ მიიღო რეფორმა საერთო სასამართლოებში და ეს ახალი პაკეტი გამოუშვა ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სასამართლოს დეცენტრალიზაციას, სასამართლოს მეტ დაცულობას, რაც იყო პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში და ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის პოზიციას. ეს პრობლემები და ეს საკითხები რჩება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად და ჩვენ ვაგრძელებთ მათზე მუშაობას. კანონთა პაკეტი მოიცავს რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებასაც, მათ შორის საქმეთა ელექტრონულ განაწილებას, რასაც პრეზიდენტმა ადრეც დაუჭირა მხარი", - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics