22:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 12:01:22, 1992 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
კილაძე: ყველა თემა, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სასულიერო პირის მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

კილაძის თქმით, ყველა თემა, რომელიც  პატრიარქის  ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხება ძალიან მნიშვნელოვანია. მანვე აღნიშნა, რომ საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან.

„ყველა თემა, რომელიც ჩვენს პატრიარქს ეხება, მით უმეტეს, მის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ვაკვირდებით ამ საკითხს. მთავარია  უწმინდესი იყოს ჯანმრთელად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიდხანს იცოცხლოს“,-აღნიშნა კილაძემ.

კილაძე მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ ეს გამოძიების საქმეა.

„დარწმუნებული ვარ სამართალდამცავი სტრუქტურები აღნიშნულ ფაქტს მიაქცევენ დიდ ყურადღებას“,-განაცხადა სოფო კილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics