18:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 10:15:34, 2147 ნახვა

სამართალი
ანზორ ჩუბინიძე მამა გიორგი მამალაძის დაკავებას ადასტურებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დაკავების ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ ჩუბინიძემ კომენტარი ბერლინში გააკეთა, სადაც პატრიარქის უსაფრთხოებას იცავს.ჩუბინიძე სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დაკავებულ სასულიერო პირს მამა გიორგი მამალაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შუფარდა.

ჯერჯერობით  უცნობია, რა ბრალდებით დააკავეს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი. თუმცა, სავარაუდო ვერსიად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობა სახელდება.

არსებული ინფორმაციით, მისი დაკავების სპეცოპერაცია აეროპორტში პარასკევს, გამთენიისას ჩატარდა. ტელეკომპანიის ცნობით, ის ბერლინში მიეგმზავრებოდა, პატრიარქთან. საგამოძიებო უწყებებში მის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics