06:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 14:28:37, 961 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან

ბანკის მოვალეები და „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით,  მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ.

როგორც ისინი ამბობენ, არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული და პრემიერისგან სათანადო პასუხს არ მიიღებენ.

დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, საინიციატივო ჯგუფის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციაში იქნას გათვალისწინებული ნორმა, რომელიც განსაზღვრავს მინიმალური საცხოვრებელი მოცულობის თანხას, რომლის ჩამორთმევა ნებისმიერი ვალის შემთხვევაში არ შეიძლება.

“ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, პრემიერ–მინისტრმა დაიწყოს ფიქრი რეალურ საკითხებზე, რომელიც ქვეყანაში არის პრობლემური ასი ათასობით ადამიანისთვის. კერძოდ, მოვალეთა პრობლემა. 250 000–ზე მეტ ოჯახს ემუქრება გამოსახლება, ამიტომ მოვითხოვთ კონსტიტუციაში იქნას გათვალისწინებული ნორმა, რომელიც განსაზღრავს მინიმალურ საცხოვრებელს ფიზიოლოგიური მოცულობის თანხისა, რომლის ჩამორთმევა არ შეიძლება ნებისმიერი ვალის შემთხევაში. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ მოვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას და განხილვას. სამწუხაროდ, იმალება პრემიერი. აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება. არ დავიშლებით მანამ, სანამ პრემიერს არ შევხვდებით”,– განაცხადა ჩხარტიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics