|
2017-02-10 11:30:46, 1425 ნახვა
პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე: უმრავლესობის ფრაქციებმა სამწუხაროდ უარი თქვეს კონსულტაციებზე
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი დღეს თავდაცვის, უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრებიან, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკითხის მნიშვნელობიდან, კანონპროექტის პრობლემური საკითხებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პირველ მოსმენამდე, სანამ პლენარულ სხდომაზე დაიწყება აღნიშნული საკითხის განხილვა, გაემართა კონსულტაციები ფრაქციებთან და მიეწოდებინა მათთვის საკუთარი მოსაზრებები.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)