2017-02-10 11:03:01, 1347 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე ნალექიანი და ცივი ამინდები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება
13 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად ნალექიანი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში აღნიშნულ პერიოდში ტემპერატურა დაიწევს. ღამით ზოგიერთ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ყინვა.
თბილისში დღეს დილიდან თოვს და მცირე ნისლია. თოვლს პროგნოზირებენ ხვალაც.14 თებერვლიდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდები 15 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება.
მაღალმთიან ადგილებში თოვლთან ერთად, ყინვაა ნავარაუდევი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან