|
2017-02-09 20:28:39, 1027 ნახვა
საზოგადოება
„გააკეთეთ არჩევანი, ვის მხარეს ხართ - მჩაგვრელების თუ თავისუფალი ადამიანების?“
"აუდიტორია 115"-ის წევრ გიორგი სოფრომაძის განცხადებით, სოციალური პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა ფართოდ გაშუქებას და ფართო დისკუსიას საჭიროებს. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრა ძალადობის გამომხატველი არ ყოფილა. "ჩვენ შემოვედით საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოვითხოვეთ პირდაპირი ეთერი, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა. სოციალური პრობლემები, რომლების საზოგადოებაში დაგროვდა, საჭიროებს ფართოდ გაშუქებას და ფართო დისკუსიას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და ჩვენ, მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს საერთო ინტერესების დასაცავად გაერთიანდნენ", - აღნიშნა სოფრომაძემ. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს "სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე" სოლიდარობას უცხადებენ. "გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, თქვენს ბრძოლაში. დღევანდელ საქართველოში ნეო-ლიბერალური წესრიგის მიღმა რჩება დაბალი ფენების ინტერესი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ქართულ დემოკრატიას. გასულ წელს, ქვეყანაში დაფიქსირდა მშრომელთა ათობით გაფიცვა. ამ მომენტშიც, დაანონსებულია რკინიგზის რეორგანიზაცია, სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე არიან "ბიბლუსში" დასაქმებული ახალგაზრდები, სუპერმარკეტების ქსელებში, მაგალითად "ფრესკოში" დასაქმებულებიც. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ და სხვა ქსელებში მშრომელთა კაბალურ ეკსპლუატაციას ეწევიან", - განაცხადა აქციის მონაწილემ. "აუდიტორია 115"-ის წევრის განმარტებით, სახელისუფლებო სტრუქტურები ბიზნესს ემორჩილებიან და არა ხალხს. "სოციალური ბრძოლის ფრონტის მთავარი ხაზი ამჟამად, რუსთავზე გადის. 350 მუშა გათავისუფლებულია საწარმოდან. მათი ოჯახები უსახლკაროებისა და შიმშილობის ზღვარზე იმყოფებიან. ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, სახელმწიფო უარს ამბობს ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაზე. სახელმწიფო ბანკების ინტერესებს იცავს და არაფრად აგდებს რიგით ადამიანთა ტკივილს. ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ ჩვენ ვართ ჩაგრული უმრავლესობა. ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ ერთიანი ძალა. ურთიერთთანადგომა და საერთო ძალების მობილიზება გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა", - აღნიშნა მან. გიორგი სოფრომაძემ მთავრობას მოუწოდა ხალხის ინტერესები გაატაროს. "ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, რომ გაატაროს საკუთარი ხალხის ინტერესი და უპირველესყოვლისა მივმართავთ უშუალოდ მშრომელებს, მათ ოჯახებს, ყველას, ვის ზურგსაც ეს უთანასწორო სისტემა აწვება, მობილიზდით სამუშაო ადგილებზე და შეუერთდით საერთო ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის, გააკეთეთ არჩევანი. ვის მხარეს ხართ თქვენ, მჩაგვრელების თუ თავისუფალი ადამიანების. ხვალ 17:00 საათზე ვიწყებთ მსვლელობას თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა სოფრომაძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)