|
2017-02-08 15:46:21, 1419 ნახვა
პოლიტიკა
მიხელ ჯანელიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა გამართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა მიმოიხილა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა, ის პროგრამები და პროექტები, რომელთა განხორციელებასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს დიასპორის მეტ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და უზრუნველყოს სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის წარმომადგენლებისსაჭიროებებზე ადეკვატური და დროული რეაგირება. შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებმა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია საფრანგეთში მოქმედიქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, ასევე ისაუბრეს იმ საკითხების თაობაზე, რომელთამოგვარებაშიც მათ სახელმწიფოს დახმარება და ჩართულობა ესაჭიროებათ. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საფრანგეთში ვიზიტს, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საფრანგეთთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები დასამომავლო მიზნები, დიასპორის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობით და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პირობებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც განაგრძოს დიასპორის წარმომადგენლებთანინტენსიური პირდაპირი კომუნიკაცია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)