|
2017-02-08 12:36:36, 1240 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ 10 თებერვალს რუსთაველის მეტროსთან აქციას გამართავს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 10 თებერვალს, 13:30 საათზე რუსთაველის მეტროსთან აქციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ ისაუბრა. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ 10-15 თებერვალს უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანას აპირებს. „უკანასკნელი დღეების განავლობაში საზოგადოებამ იხილა არაერთი ფაქტი იმისა, თუ როგორ არის ხელისუფლება ჩართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. რუსთაველის მეტროსთან შეკრების შემდეგ, მოეწყობა მსვლელობა უზენაესი სასამართლოს მიმართულებით და სასამართლო გადაწყვეტილებაში ივანიშვილის უხეშ ჩარევას გავაპროტესტებთ. ასევე, სოლიდარობას გამოვუცხადებთ ყველა იმ პატიოსან მოსამართლეს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა სასამართლოში",-აღნიშნა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)