2017-02-07 21:27:48, 1226 ნახვა
საზოგადოება
გორში 51 წლის მამაკაცი მოკლეს
გორში, შინდისის გზატკეცილზე, ე.წ ”უსინათლოების ბინის” ეზოში 51 წლის მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ამავე ეზოში მცხოვრები გიორგი მთიულიშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახური, მიმდინარეობს გამოძიება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან