04:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 16:06:18, 966 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულთა და ადგილობრივების მიმართ უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება

საქართველოს სახალხო დამცველი  გამყოფ ხაზზე დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრელებს.

ომბუდსმენის შეფასებით, ცხინვალის რაიონში მცხოვრებლებისა და  ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ კვლავ გრძელდება უფლებების უხეში დარღვევა, ხდება მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და დაბრუნების უფლების შელახვა.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 1978 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს, რომელიც თავდაპირველად 2016 8 ივნისს, ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთის"  ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში", კონკრეტულად კი ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში" აქტიური მონაწილეობის გამო დაუმძიმეს.

ეს სამწუხარო ფაქტი ადასტურებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ კვლავ გრძელდება უფლებების უხეში დარღვევა. ხდება მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და დაბრუნების უფლების შელახვა“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics