2017-02-07 12:53:47, 1005 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების საპროტესტო მსვლელობისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების საპროტესტო მსვლელობისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მსვლელობისას გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც მათსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა ვითარება მალევე განმუხტეს.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ შეძახილებით: „სოლიდარობა მუშებს“, „ვის მხარეს ხარ შენ“ მიემართებიან. ისინი სამსახურში აღდგენას და შრომითი კონტრაქტების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან