02:27 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 12:36:23, 1385 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: პლებისციტი ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც უცხო სახელმწიფოს მიერაა ოკუპირებული

საქართველოს პრეზიდენტი  ცხინვალში 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. პლებისციტსა და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პლებისციტი, არჩევნები,  ან რაიმე სხვა ქმედება,  რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას,  ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ:

„საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლი განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გველენება რუსეთის ფედერაცია. ნებისმიერ მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემგომი ანექსიისაკენ“,-აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციას კვლავ  მოუწოდებს,   გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ. ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას,  რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებსა და პლებისციტის შედეგების ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics