|
2017-02-07 12:17:32, 1272 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ კომიტეტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დადებულ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ. მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეა. მან სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ეფექტიანობა არის თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიული სახელწმიფოს ქვაკუთხედი. ამაზე მსჯელობისა და ფიქრის ტრადიცია ისტორიულად გაგვაჩნია. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა ძალიან გრძელი მიხვეულ-მოხვეული გზაა, რომელსაც 25 წელია ჩვენი სახელმწიფო აშენებს. მართლმსაჯულება საქართველოში მაშინ იქნება კარგ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ სახელმძღვანელოებში ვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ისტორიული სიტყვების ციტირებებს, როდესაც სასამართლოების დარბაზებში იქნებიან სტუდენტები, რომლებიც გაიზიარებენ კონკრეტული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას“,-განაცხადა ანა დოლიძემ. მანვე აღნიშნა რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც საქართველოს უახლოეს წარსულში გადაიდგა: „მათ შორისა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი სხვადასხვა ცვლილებები. ის ფასეულობა, როგორიცაა სასამართლო პროცესების საჯაროობა, გამჭვირვალობა, საზოგადოების დასწრება. ეს ფასეულობა დაინერგა უახლოეს წარსულში. ასევე პოზიტიურ ცვლილებას განეკუთვნება საქმეთა ელექტრონული განაწილების პირობა. პირობას ვამბობ, ვინაიდან საზოგადოებას მოეხსენება, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი უნდა შეიმუშაოს იუსტიციის საბჭომ მოგვიანებით. დღეს ამაზე კონკრეტული რეგულაცია არ არსებობს წარმოდგენილ კანონში, არვ იცით, როგორ იმუშავებს ეს სისტემა, თუმცა მჯერა წინაა გადადგმული ნაბიჯი“,-აღნიშნა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)