|
2017-02-07 11:18:46, 1443 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროს და 11 სსიპ-ს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2017 წლის 31 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის" (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სახალხო დამცველისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ 2016 წლის მარტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და მისი საჯარო სამართლის იურიდიულიპირებიდან გამოითხოვა თანამდებობის პირების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომისანაზღაურების, პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე, უწყებათა საშტატო ნუსხები და დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მივლინებებზე, შესყიდულ ქონებასა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები და სხვა საჯარო ინფორმაცია; თუმცა, ყველა ამ უწყებამ მისი განცხადებები უპასუხოდ დატოვა",-ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)