02:28 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 20:00:23, 1734 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი საზმაუში მიმდინარე პროცესებზე: ამას ჰქვია სირთულეები მედიაში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, „მედიაში სირთულეებს“ უწოდებს.

როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა, საქართველოში ყველა მედიასაშუალებაში შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტი თავისუფალია, თუმცა მას პრობლემატურ გარემოში უწევს მუშაობა:

„ამ პროცესს ჰქვია სირთულეები მედიაში.  ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა მედიასაშუალებაში ჟურნალისტები მუშაობენ,  აქვთ გამოხატვის თავისუფლება, არიან პოპულარულები, მაგრამ ეს ხორციელდება პრობლემურ გარემოში. ან საუბარია გაკოტრებაზე, ან დახურვაზე, ან მეპატრონეთა შეცვლაზე, მუდმივად ამ სფეროს წარმომადგენლებს უხდებათ რთულ ვითარებაში მოღწვაეობა, ეს არ არის კარგი და ყველა- პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც უნდა ფრთხილად ვაკვირდებოდეთ და აქტიურად გამოვხატავდეთ აზრს, როცა საქმე ეხება მედიის თავისუფლებას.თითოეულ საკითხზე ვერ იტყვი, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე შეთქმულების საკითხი, მაგრამ როცა რაოდენობა არ მთავრდება,  მივდივართ იქამდე, რომ რაოდენობა გადადის თვისობრიობაში“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს სადისკუსიო გეგმა წარმოადგინა იმის, თუ როგორ ხედავს საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოსვლის გზას. ბორდის მიერ გეგმის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში, 2018 წლამდე საინფორმაციო გამოშვებების გარდა, ყველა გადაცემა შეჩერდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics