|
2017-02-06 17:18:20, 1403 ნახვა
პოლიტიკა
ფედერიკა მოგერინი: დიდი იმედი მაქვს, ვიზალიბერალიზაციის პროცესს რაც შეიძლება სწრაფად დავასრულებთ
ევროპულ საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი საბოლოოდ მალე დასრულდება. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულებთ პროცესს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვის“,-აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტში 553 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 66 დეპუტატი იყო, ხოლო 28 წევრმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)