|
2017-02-06 16:26:56, 883 ნახვა
საზოგადოება
„მედიის ადვოკატირებისათვის“: შემოთავაზებული გეგმა მაუწყებლის ერთი წლით პარალიზებას გამოიწვევს
კოლაცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმას გამოეხმაურა. როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შემოთავაზებული გეგმა არის რადიკალური და გამოიწვევეს მაუწყბელის სულ მცირე ერთი წლით პარალიზებას „დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ და სამეურვეო საბჭოსა და დაინტერესებულ საზოგადოებას განსახილველად შესთავაზა გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო გადაცემისა. კოალიცია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული გეგმა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია „საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. შემოთავაზებული გეგმა არის რადიკალური და გამოიწვევეს მაუწყბელის სულ მცირე ერთი წლით პარალიზებას.კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს კანონით დადგენილი ეს ვალდებულება და მაყურებლის უფლება, მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ. 2017 წელი არის თვითმმართველობის არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის წელი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს მნიშვნელოვან ფუნქციას მოქალაქეებს მიაწოდოს არა მხოლოდ ახალი ამბები, არამედ პროცესების მრავალმხრივი ანალიზი და შესთავაზოს მრავალფეროვანი დისკუსია აქტუალური თემების შესახებ. კოალიციისთვის სადავო არ არის მაუწყებელზე ცვლილებების საჭიროება. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი განვითარების აუცილებლობაზე, თუმცა მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებული რადიკალური ცვლილებები არ გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მაუწყებლის პრიორიტეტები მომავალში, რა გადაცემები შეავსებს მაუწყებლის ბადეს 2018 წლიდან: რეიტინგისათვის გამიზნული მეგა შოუებითუ სადისკუსიო, ანალიტიკური, საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი. ასევე გაურკვეველია, როგორ იქნება დაცული მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი უფლებები მასობრივი დათხოვნის პირობებში. კოალიცია მზად არის სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს შემოთავაზებული გეგმის განხილვაში“,-ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ არხის განვითარების 3 წლიანი გეგმა წარადგინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, საზოგადოებრივი მაუწყებლის 102 გადაცემას 2018 წლამდე, შეჩერება ემუქრება.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)