|
2017-02-04 22:17:26, 1703 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა მოსამართლეებს: თქვენ ვერ დაგიცავთ ეს რეჟიმი, კარგად დაფიქრდით
თქვენ ვერ დაგიცავთ ეს რეჟიმი, კარგად დაფიქრდით, - ასე მიმართა პოლიტიკური პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში. უგულავას განცხადებით, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე არის ის ორი მოსამართლე, რომლებიც იმ კოლეგიაში შედიოდნენ, რომელმაც რუსთავი2-ის საქმე დიდ პალატას განსახილველად გადასცა, ამიტომ, მისი თქმით, „უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის მიმართ დაწყებულია სპეცოპერაცია სუს-ის მიერ“. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის გაუბედავი არსება, ის არის ივანიშვილის რეჟიმის გამტარებელი და ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე. გიგი უგულავამ მოსამართლეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს არ არის რიგითი საქმე, ეს საქართველოს მომავალს ეხება. „თქვენ ვერ დაგიცავთ ეს რეჟიმი, ურთმელიძეს გააკეთებინეს ყველაზე სამარცხვინო საქმე და მერე მოისროლეს. ასე დაემართება ყველა მოსამართლეს, ასე პატივაყრილი, თეთრზე შავით დამწერი მოსამართლე შეუძლებელია, მერე დარჩეთ სასამართლო სისტემაში. მეგობრებო, კარგად დაფიქრდით, ეს არ არის რიგითი საქმე, ეს საქართველოს მომავალს ეხება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)