|
2017-02-04 15:51:03, 1910 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ატლანტიკური საბჭოს დიპლომატიური ლიდერობის საბჭოს ახალ წევრად მიიწვიეს
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ატლანტიკური საბჭოს სტრატეგიული სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. ელჩი საკუთარ გამოსვლაში ასევე შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოებისმიმართულებით თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკისა და ხალხთა შორის ურთიერთობისსფეროებში. სესიის დაწყებამდე საქართველოს ელჩი ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს ფრედერიკ კემპს ესაუბრა, რომელმაც დავით ბაქრაძე ატლანტიკური საბჭოს დიპლომატიური ლიდერობის საბჭოშიახალ წევრად მიიწვია. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისადა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად დიპლომატიურიკორპუსის აქტიური ჩართვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)