01:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 16:58:44, 1176 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა მუშაობა განაახლა

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, გამოკვლევების ჩატარების პროცესი განახლდა.

პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სკრინინგული გამოკვლევები სრულად ფინანსდება. კიბოს სკრინინგის კომპონენტში პროგრამა მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს სკრინინგს და მისი მიზანია კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის  გაზრდის გზით, კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება;

პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ: 

ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კი, ძუძუს ექოსკოპიასა და მამოლოგის მიერ გასინჯვას, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს მამოგრაფია და პათოლოგიური მდგომარეობა არ აღმოაჩნდა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ; 

საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს გინეკოლოგის კონსულტაციას და პაპ–ტესტს, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და მორფოლოგიური კვლევისთვის ბიოფსიური მასალის აღებას. თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს პაპ-ტესტი/გინეკოლოგის გასინჯვა და შედეგად არ აღმოაჩნდა პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება სამ წელიწადში ერთხელ; 

პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას.  ექიმი, კვლევის შემდეგ, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს შემდგომი ვიზიტების სქემას. პროსტატის კიბოს სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ; 

სკოლიოზის გამოკვლევა - 10–დან 18 წლის ჩათვლით პირებში;

ბრტყელტერფიანობის სკრინინგი - 4–დან 15 წლის ჩათვლით პირებში. 

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics