|
2017-02-03 12:46:43, 932 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: 2017 წელს მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყება
„2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს “Man Truck and Bus AG”-ის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, ამ ეტაპზე ქალაქში, გრძელ დისტანციებსა და მარშრუტებზე უკვე მოძრაობს ევროსტანდარტების შესაბამისი 25 ლურჯი ავტობუსი. და უკვე დამონტაჟდა 200 ახალი მოსაცდელი. 2017 წელს კიდევ 500 ახალი მოსაცდელი დამონტაჟდება. დავით ნარმანიას თქმით, 2017 წელს თბილისს ექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო. თბილისის მერის თქმით, 2014 წლიდან დღემდე გაუქმებულია 800-ზე მეტი საპარკინგე ადგილი ტროტუარებზე. „ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მეტროს მოდერნიზაციას - 2016 წელს გარემონტდა 20 ვაგონი და მოდერნიზდა 4. 2017 წელს განხორციელდება 22 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია. გარემონტდება მეტროს სადგურები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით 2016 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მშენებლობა და 2017 წელს ექსპლუატაციაში შევა მეტროსადგური - “სახელმწიფო უნივერსიტეტი”“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ნარმანიას თქმით, აღდგა წლების განმავლობაში უფუნქციო კუს ტბის საბაგირო. საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე. „თბილისის მერიის დავალებით, საკონსულტაციო კომპანია - „PWC”-მ ჩაატარა კვლევა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შერჩეულია არანაკლებ 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომისთვის, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ფარგლებში კომპანია „PWC” ვალდებულია განახორციელოს ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევის მიზანია დარგში არსებული მდგომარეობის, ტენდენციების აღწერა, ანალიზი და საჭიროებების დადგენა მრავალდონიანი ავტოსადგომების საუკეთესო ლოკაციების, ტექნიკური პარამეტრების და პროექტის კომერციული სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)