|
2017-02-02 21:41:17, 1399 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საბოლოო მიზანი ევროკავშირში სრული ინტეგრაციაა
ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო წერტილი არ არის - აქედან ევროპული ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპი იწყება, ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში სრული ინტეგრაციაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება არის პასუხისმგებლობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უნდა გაგრძელდეს რეფორმები სხვადასხვა სფეროში. მისივე თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებში ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ერთხმად აღიარა პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია. "ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ერთის მხრივ ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ მეორე მხრივ, არის პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს იმას, რომ უნდა გაგრძელდეს რეფორმები სხვადასხვა სფეროში. ნაკისრი ვალებულებები, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირის მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიერ აუცილებლად შესრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)