|
2017-02-02 15:52:40, 1421 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე დარჩენილი პროცედურები განმარტა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე დარჩენილი პროცედურები განმარტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს. კერძოდ, ჯანელიძის განმარტებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ, ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ცნობისთვის, ე.წ. შეჩერების მექანიზმის კენჭისყრა 13-16 თებერვალს არი დაგეგმილი. მექანიზმის მხარდაჭერის შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ძალაში სავარაუდოდ, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)