|
2017-02-02 08:00:14, 1946 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი დღეს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას უყრის კენჭს
ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს დღეს უყრის. ამის შესახებ ევროპარლამენტის თებერვლის თვის დღის წესრიგშია აღნიშნული. "მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო პროცედურები შეუფერხებლად, მაქსიმალურად ოპერატიულად მიმდინარეობს", - ნათქვმია საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში. როგორც ცნობილია, 12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტში (LIBE) კენჭი ეყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და შესაბამისი რეგულაციის საბოლოო ტექსტი დამტკიცდა. ამასთან, "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდეტის, რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, ე.წ შეჩერების მექანიზმის ტექსტის თარგმნა თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტმა შესაბამის საკითხზე კენჭისყრა 13-16 თებერვალს უნდა ჩაატაროს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციას სავარაუდოდ მარტში მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)