|
2017-02-01 13:53:25, 2584 ნახვა
მსოფლიო
შულცი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო მოხსნა ნაადრევია - ტრამპის პოლიტიკა კი „არაამერიკული“
გერმანიის კანცლერობის კანდიდატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს და მას „არაამერიკულს“ უწოდებს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. როგორც შულცმა აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო მოხსნა ნაადრევია. მისივე თქმით, აშშ მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე მეტად განათლებას, დემოკრატიასა და თავისუფლებას იცავდა. "როდესაც ტრამპი ავტომობილის საჭესთან ზის, ის ამ ღირებულებებს ანადგურებს. როგორც გერმანიის კანცლერს განვუცხადე: ეს გერმანიისა და ევროპის პოლიტიკა არ არის ", - განაცხადა შულცმა. მან უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლოა, მხოლოდ მინსკის შეთანხმების შესრულების შემდეგ გაუქმდეს. "სანამ მინსკის შეთანხმების სრულად არ ხორციელდება, სანქციები არ მოიხსნება. ნათლად უნდა ითქვას, რომ რუსეთი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები ", - განაცხადა მარტინ შულცმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი გერმანიის კანცლერობის კანდიდატად დასახელდა. მარტინ შულცი სოციალ-დემოკრატების პარტიის ლიდერმა წარადგინა. კანდიდატად დამტკიცების შემთხვევაში ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებზე კონკურენციას ანგელა მერკელს გაუწევს. შეგახსენებთ, არჩევნები გერმანიაში 2017 წლის სექტემბერში გაიმართება.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)