|
2017-02-01 13:08:27, 1235 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევასა და მასზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მისვლას მოითხოვს. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ისეთი ნაბიჯების გადადგმას მოუხშირა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს სერიოზულ ზიანს აყენებს. "ეს დაიწყო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებით და მავნებლური ხელშეკრულების ხელმოწერით. მერე მთავრობამ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპანტ სახელმწიფოს ჩვენი დამსახურებული ჯარისკაცის პირადი საქმე გადასცა, რაც სახელმწიფო ღალატის ნიშნებს შეიცავს. ამას ემატება ისიც, რომ ხდება ათასობით ადამიანის დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. გასაგებია, რომ დღევანდელი ბიუჯეტი შეიძლება არ იყოს მეხუთე ბრიგადის სრულფასოვნად შესანახად საკმარისი, მაგრამ ჩვენისთანა მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში, მათ შორის, ბალტიისპირა ქვეყნებში სახელმწიფო და სამხედრო ხარჯები იზრდება. შეიარაღებული ძალების შემცირება, როგორც მინიმუმ მცდარი და სინამდვილეში ძალიან მავნებლური ნაბიჯია და ეს მაშინ, როცა ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი სავსეა ათასი უპასუხისმგებლო პროგრამებით“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი. როგორც კალანდაძემ განმარტა, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებულ შეკითხვებს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა პასუხები უნდა გასცენ. ფრაქცია „ევროპული საქართველო“ და საპარლამენტო უმცირესობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს, სადაც უნდა მოვიდნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები და ყველა კითხვას გასცენ პასუხი“, - აღნიშნა კანდელაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)