2017-01-31 20:06:25, 1449 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა შვილთან ერთად საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები მეზობლებს 4-5 დღის განმავლობაში არ უნახავთ, რის გამოც მათ სამაშველო სამსახურში დარეკეს.
ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდა, ბინაში შესულებმა კი ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ჯერჯერობით დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან