|
2017-01-31 16:16:19, 1409 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ყველა ჯარისკაცის ინტერესის დაცვა თავმოყვარე სახელმწიფოს ვალია
პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილი გიორგი ცერცვაძის საკითხს გამოეხმაურა. მისი პოზიცია მედიას პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააცნო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველა ჯარისკაცის ინტერესის დაცვა, თავმოყვარე ქვეყნისა ვალია: „ცერცვაძის საკითხს რაც შეეხება, პირველი დღიდან დაწყებული პრეზიდენტი იყო ინფორმირებული და ჩართული იყო მისი, როგორც მოქალაქის დაცვის საკითში. მძიმე იყო იმის გაგება, რომ საქართველოს მხრიდან მოხდა ინფორმაციის გადაცემა. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს და თუ არსებობს მსგავსი პრეცედენტები სხვა ჯარისკაცებთან მიმართებაში, ერთმნიშვნელოვნად გიფიქსირებთ პრეზიდენტის აზრს, ყველა ჯარისკაცის ინტერესის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი“,-განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)