|
2017-01-31 16:09:52, 1356 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: იმედია, არ დარჩება შთაბეჭდილება, რომ კომისია მსჯელობს ყველაფერზე, გარდა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო თემებისა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, საკონსტიტუციო კომისია მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს და არ დარჩება შთაბეჭდილება, რომ ის განიხილავს ყველაფერს, გარდა მთავარი საკონსტიტუციო თემებისა. ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შემცირებაზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ მსჯელობას ეხებოდა. „ იმედია, საკონსტიტუციო კომისია მართლაც იმსჯელებს მნიშვნელოვან საკითხებზე და არ დარჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ კომისია მსჯელობს რაღაც ყველაფერზე, გარდა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო თემებისა და არ დარჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს კომისია არის იმისთვის, რომ განიხლოს ყველაფერი არასაკონსტიტუციო, არამედ კონკრეტულად პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტების მხრივ“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებას, ეკა მიშველაძის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილის პოზიციაა, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას. ამავე თემაზე http://www.epn.ge/index.php?id=39259
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)