|
2017-01-30 17:35:23, 1390 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ვიზიტით ევროკომისიისა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები ეწვევიან
31 იანვარს-2 თებერვალს, საქართველოში დაგეგმილია ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის (DG NEAR) ქრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორის, ტომას მეირ ჰარტინგის ვიზიტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან. მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. მათ შორის, საუბარი შეეხება 2017-2020 წლის ასოცირების ახალ დღის წესრიგსა და დახმარების ერთიან ჩარჩო დოკუმენტს, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნითი პროცედურების დროულად დასრულებას; „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადებას და ა.შ.. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხრბა საქაეთვრლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის ჩართულობას ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ევროკომისიის წარმომადგენლების მიერ ქ. მცხეთაში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საველე ოფისისადა საოკუპაციო ხაზის მონახულება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)