21:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 15:06:19, 1116 ნახვა

საზოგადოება
მოვაჭრეები იმ სეიფების ჩვენებას ითხოვენ, სადაც ოქრო იყო შენახული

"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები კედლის დემონტაჟს და იმ სეიფების ჩვენებას ითხოვენ, სადაც ოქრო იყო შენახული. აღნიშნული მოთხოვნით ოქროს ბირჟის დაზარალებულები საპატრულო პოლიციას მიმართავენ.

საპატრულო პოლიციას სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. 

"უსაფრთხოების ზომები გაატარეთ ისე, რომ რაც გადარჩენილი ქონებაა, იქამდე მივიდეთ. ჩამოანგრიეთ კედელი, რაც მერყეობს და მიგვიშვით ადგილამდე", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული. 

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics