05:20 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 13:30:10, 1853 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უგულავას ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ ყრილობა აპრილში ან მაისის დასაწყისში გაიმართება

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პარტიის ყრილობა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გაიმართება.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა ადგილობრივი არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მისივე თქმით, გუნდში უკვე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, უგულავას ინფორმაციით, ყველა ძირითად ქალაქში ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, კანდიდატები ეყოლება.

„ის გამოწვევები, რაც არის ეკონომიკასთან და ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა უკურეაქციას გამოიწვევს და თითოეული ადამიანი ერთ წელიწადში ამის ნეგატიურ ეფექტს იგრძნობს. შესაძლოა, პოლიტიკის მძევალი დარჩეს ეკონომიკა“,- განაცხადა გიგი უგულავამ და დასძინა, რომ ერთ -ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მწვავე ოპონირება გაუწიოს „ქართულ ოცნებას“, ახალი პოლიტიკური მოძრაობა იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics