2017-01-29 10:43:12, 1044 ნახვა
საზოგადოება
1 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად ნალექიანი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი
1 თებერვლის ჩათვლით როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში უმეტესად ნალექიანი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალქ თბილისში შესაძლებელია მცირე თოვლი, ჰაერი +1 გრდუსამდე გათბება. 30 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნეა, 31 იანვარს და 1 თებერვალს თოვლია მოსალოდნელი, ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 1 თებერვლის ჩათვლით თოვლს პროგნოზირებენ. ანალოგიურად, თოვლია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც. მაღალ მთიან ადგილებში ტემპერატურა მკვეთრად დაიწევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან