|
2017-01-28 13:19:28, 1165 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ინტერპოლს წერილით მიმართავს, ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ძებნა არ გამოცხადდეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, პარტია პარლამენტში გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. მისივე თქმით, მთავრობისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც რუსეთს გადაეცა. „პირველ რიგში ყველას მინდა მივულოცო გია ცერცვაძის გათავისუფლება - ოჯახს, მთელ საქართველოს. ვუსურვებ გამარჯვებას ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო მთრის წინაარმდეგ გამარჯვებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის რომ ცერცვაძე დახსნილი ყოფილიყო პატიმრობისგან. ასევე, მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომლემაც ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თავისი მეომარი მტერ სახელმწიფოს არ გადასცა. ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჩვენი კამპანია გრძელდება. მსგავსმა ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. ამიტომ, გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ, ან ირიბად. მოვითხოვთ პარლამენტში ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის პარალელურად, ჩვენ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიბმართავთ და მოვითხოვთ, ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)