2017-01-27 19:27:12, 1665 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
შავგულიძე: კომისიის წევრებისგან გამოითქვა მოსაზრებები, რომ პარლამენტარი მინიმუმ 25 წლის უნდა იყოს
საკონსტიტუციო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებითაც იმსჯელა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ პარლამენტის წევრი მინიმუმ 25 წლის უნდა იყოს:
"ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ 21 წელი ნამდვილად არ არის რეალური ასაკი პარლამენტის წევრისთვის, გამოითქვა მოსაზრებები, რომ მისაღებია მინიმუმ 25 წელი",-აღნიშნა შავგულიძემ და დასძინა,რომ დეპუტატის ეს ასაკობრივი ქვედა ზღვარი მისთვისაც მისაღებია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან