2017-01-26 19:26:23, 819 ნახვა
რეგიონი
როდიონოვკა-ნინოწმინდისა და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთებზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი
როდიონოვკა-ნინოწმინდისა და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთებზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვის, ძლიერი ქარბუქის და ლიპყინულის) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის (კმ90-კმ112) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან